Amor Fati

What I am doing is prompted by a deep feeling of and need for love ჩავლილი მატარებლის ამბების გჯერათ? მე მჯერა:) მაგრამ რადგან ჩავლილია და თან მატარებელი და თანაც ჩემ ცხოვრებაში, მაინც რაღაცნაირად გულის კუნჭულში თავისი ადგილი აქვს. დროდადრო ხან განსაკუთრებული თარიღები, ხანაც ნივთები ან ვინ იცის, უცნობი გამვლელის ჩაღიმებაც კი შეილება იყოს ამ მატარებლის…

წვრილმანების საოცრება

..ვახსენე რომ დეტალებზე დაკვირვება და წვრილმანების გამოჩიჩქვნა მიყვარს. ხოდა, ჩემი მეგობარი ჩამაცივდა, გინდა თუ არა მითხარი რა არი ეს დეტალები რო აკვირდებიო. მე ისე დავიბენი, ყველა ჩემი საყვარელი დაკვირვების ობიექტი თუ ქმედება დამავიწყდა. აი, არადა ხუთი თითივით ვიცი მე რას მექცევინება ყურადღება:) მე, მაგალითად, ვერ ვიტან ამ მუყაოს ქვაბებში ჩალაგებულ ყვავილებს და ჭრელაჭრულა შემოსახვევებს თაიგულებზე….

მოვდიოდი და ვფიქრობდი, ანუ მელანოსოფია

თითქმის ღამის სამი საათია, მე კიდე ბევრი გულახდილი ლაპარაკის ხასიათზე ვარ – სიამოვნებით ვიჯდებოდი ჩემ კოკროჭინა სამზარეულოში ვინმესთან ერთად, ვილაპარაკებდით და წითელ ღვინოს მოვწრუპავდით:) მოვყვებოდი, რომ მამაჩემი ჩემ სოფიურ ამბებს მელანოსოფიას ეძახის. მელანო, სოფია, ფილოსოფია, მელანოს ფილოსოფია ან მელანოს სოფია. მოკლედ, ვისთვის როგორ და მე ამ სიტყვის მნიშვნელობას განსაკუთრებით მძაფრად მაშინ ვგრძნობ, ჩემთვის როცა მოვსეირნობ სახლში…

სოფია, სოფიელები და ლოკოკინა ადამიანები

ერთი თვე შემისრულდება, რაც სოფიელი გავხდი. ჰო, სოფიელი. გავკადნიერდები და ვიტყვი ასე:) მოგზაურები ჩემოდანს არ ამოალაგებენ ხოლმე, მე კიდე კარადაში ტანსაცმელები ფერების მიხედვით დავკიდე და სამუშაო კუთხეც მოვიწყვე. სოფიაში რომ მოხვდებით, პირველად ორი რამე არის ყველაზე თვალში მოსახვედრი- ქუჩაში ყველა ეწევა და ასევე, ყველა ერთმანეთს კოცნის. სოფიაში ხშირად დაინახავთ ყვავილებიან გამვლელებს, განსაკუთრებით კი მზესუმზირებიანს:) მიუხედავად…

ანის*

ანი გათხოვდა და ისეთმა სენტიმენტებმა შემიბყრეს სამსახურში სკამზე ვერ ვისვენებ. ხან რას წარმოვიდგენ, ხან რას ვფიქრობ:) ვუტრიალებ ამ ამბავს და ვათვალიერებ ფოტოებს გიჟივით. ვინ არის ანი? ანი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო სკოლაში. მართალია საუკეთესო მეგობრები აღარ ვართ, მაგრამ იმიტომ აღარ ვართ რომ გავიზარდეთ, ერთმანეთს გამოვეზარდეთ და ჩვენ ჩვენ გზაზე წავედით. ჩვენი ამბავი ისე დაიწყო, რომ კლასელები ვიყავით…

მე და ის (გზაში)

სოფია/2016 ჩვენი სახლი ძალიან მყუდროა:) შემოდიხარ და პატარა ჰოლი გხვდება; შემოსასვლელი კარის პირდაპირ მისაღები ოთახია, დიდი ნათელი ფანჯრებითა და აივნით; გვერდზე საძინებელი მყუდრო და ნათელი, დიდი ფანჯრებით ეგეც, რომელსაც ფსევდო აივანი აქვს ( საშრობი), აი კიდევ გვერდზე კი, სამზარეულოა. სამზარეულო პატარა და კოკროჭინა, ლამაზი ხედით და ძალიან ძველი სარეცხი მანქანით. სარეცხ მანქანას აუცილებლად გამოვცვლით, ისე…

სოფია

3 ოქტომბერი/2016 წელი/სოფია დღეს ფანჯარაში ორი თავი ჩანს. ალბათ სტუმრები ყავს ჩვენ მეზობელს. ჩამოვედი. პირველი შთაბეჭდილება რიგებად ჩამწკრივებული წაბლის ხეებია, ბევრი სხვადასხვა ფერი და შემოდგომის თბილი მზე. პირველ დღეს ზუსტად ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო, აი მე რომ მთელ თბილისს წრეებს ვარტყავ ხოლმე ფეხით. ჩემი ქუჩა ძალიან ჰგავს მომენტებში ვერას. პირველ დღეს სტეფანი (ჩემი თანამშრომელ-მეგობარი) თავზე…

აბდაუბდა

..მალე ვიდგები თვითმფრინავის ტრაპთან და ალბათ ვინერვიულებ. “ალბათ”- ზედმეტია, იმიტომ რომ უკვე ვნერვიულობ. რამოდენიმე დღეში (თფუ თფუ თფუ-ხეზე დააკაკუნეთ) სოფიაში, ბულგარეთში დავიდებ ბინას. ამაზე მერე, ვრცლად. ეხლა მარტო იმაზე ვფიქრობ რომელი ღვინო წავიღო; თურქეთში თუ გეითს ვერ ვიპოვი, როგორ ვკითხავ აერპორტში მომუშავე პერსონალს დახმარებას; იმაზეც ვფიქრობ, რომ სანერვიულო არაფერია:) მე იქ მივდივარ, სადაც ბევრიდან მე…

ჩემი მეზობელი*

გვიანობამდე შემოვრჩი სამუშაო მაგიდასთან. ჩემი მაგიდა ნახევრად აივნის კარს არის მიდგმული და პირდაპირ მეორე კორპუსს უყურებს. სამის ნახევარია, მარტო ძაღლის ყეფა ისმის დ იმ რაღაც უცნაური მწერების ხმები. მუშაობას მოვრჩი და ეხლა ვფიქრობ ჩემ მომავალ გეგმებზე და საშინლად მატკიებს თავს ეს ყოველივე. ძალიან დავიღალე. სიამოვნებით დავისვენებდი სასტუმროში, ბევრი სხვადასხვანაირი აუზით, კიდევ უფრო სხვადასხვანაირი სასმელებითა და…

სვანეთის ექსპონატები

“..საწოლზე ვარ გულაღმა დამხობილი და თავდაყირა ფანჯარაში ვიყურები. აი დამხობილი სიტყვა ისე ზუსტად შემეფერება ეგრე არ ვიცი, იშვიათად ვინმეს რამე:)) რვა საათი გზაში ვიყავით და ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა! ჩამოვაღწიეთ სვანეთში, მითებისა და ლეგენდების მხარეში, ბუმბერაზი მთების სავანეში. სვანეთს საშინლად უხდება სიტყვა – ბუმბერაზი.” – ამას პირველ ივნისს ვწერდი, სანამ მგზავრობისა და პირველი ემოციებისგან დაქანცულს ჩამეძინებოდა….

რამე (უფრო) გემრიელი

‘Don’t be satisfied with stories, how things have gone with others. Unfold your own myth.’ თბილისში კვირა დღე გათენდა. წვიმს და თან თბილა. მიუხედავად იმისა, რომ ქუხილის მეხის გავარდნასავით მეშინია, მაინც მსიამოვნებს ეს რაღაცნაირი ამინდი. აი, როგორ ასოციაციას იწვევს იცი? ხასხასა ბალახი ცვარის ქვემოდან რო ჩანს ხოლმე, ზაფხულობით, მთაში:) ზუსტად ეგეთი, თბილი და წვიმიანი ამინდია….